გულდასაწყვეტია, როცა კვარცხლბეგზე ვიდექი და საქართველოს დროშა ქვევით იყო - ზურაბ დათუნაშვილი

12.10.21 14:41
გულდასაწყვეტია, როცა კვარცხლბეგზე ვიდექი და საქართველოს დროშა ქვევით იყო - ზურაბ დათუნაშვილი

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის, განცხადებით, გულდასაწყვეტი იყო, როცა გამარჯვებას არა საკუთარი ქვეყნის, არამედ  სერბეთის სახელით მიაღწია. ტვ პირველთან საუბრისას დათუნაშვილი სერბეთს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

მენტალურად მზად ვიყავი და ვიცოდი, რომ იმის მიუხედავად, რომ მედალი არ მქონია, ვიცოდი, რომ ამ წელს ჩემპიონი გავხდებოდი. ეს ჩემი მდგომარეობა ჩემს ჭიდაობაზეც აისახა. 

რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, როცა კვარცხლბეგზე ვიდექი სერბეთის დროშასთან და ქვევით საქართველოს დროშა იყო. გულდასაწყვეტია, როცა შენი ქვეყნის სახელით არ გამოდიხარ. მაგრამ ამავდროულად მინდა, სერბეთს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ თავის დანებებას ვაპირებდი. მათ მომცეს შანსი, გამეგრძელებინა და ჩემი შანსი გამომეყენებინა - აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები