დღეს მე-6 ევრობასკეტს საქართველო ჩემპიონ ესპანეთთან მატჩით იწყებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება - დღეს, მე-6 ევრობასკეტს საქართველო ჩემპიონ ესპანეთთან მატჩით იწყებს.ლიმასოლში C ჯგუფის პირველი მატჩი თბილისი დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბა და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.