საქართველომ ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
საქართველომ ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა - ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით, 83:69 დაამარცხა.
საქართველომ ევრობასკეტების გახსნითი ექვსი შეხვედრიდან ოთხი მატჩი მოიგო. 2011 წელს ბელგიას სძლია, 2013-ში – პოლონეთს, 2017-ში – ლიეტუვას, ხოლო 2025-ში – ესპანეთს.
ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ არითმიის გამო ორი კვირა დაისვენა. მისი ესპანეთთან თამაში ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა ექიმებმა უფლება მისცეს და ისიც სასტარტოში ვიხილეთ – ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.