საქართველო - ბულგარეთის საფეხბურთო გუნდების შეხვედრა დაიწყო
საქართველო - ბულგარეთის საფეხბურთო გუნდების შეხვედრა დაიწყო. უკვე შესრულდა საქართველოს და ბულგარეთის ჰიმნები.
დღეს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, გურამ კაშია სათადარიგო სკამზეა.
"დინამოო არენას" ტრიბუნები გულშემატკივრებითაა სავსე. ამ თამაშის ანგარიშს ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთთან მეორე ტაიმში გამოვლენილი შემტევი ფეხბურთის შემდეგ, სადაც ძალიან ცოტა დაგვაკლდა თამაშის გადასარჩენად, ქომაგებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს ნაკრებს სრული ყურადღება შემტევ ფეხბურთზე ექნება და მოედნიდან გამარჯვებული გამოვა.
ფანტასტიკური განწყობა გვაქვს. მჯერა, რომ მოვიგებთ. ბავშვმა თქვა, რომ 3:1 ით იქნება ანგარიში და რა უფლება მაქვს, არ დავუჯერო, - ამბობს გულშემატკივარი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთისგან განსხვავებით, ბულგარეთის ნაკრებს თბილისში საგულშემატკივროდ ბულრგარელი ქომაგები არ ჩამოჰყოლიათ.