საქართველომ საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალშია

07.09.25 18:23
საქართველომ საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალშია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მერვედფინალში ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

გოგა ბითაძის, თორნიკე შენგელიასა და კამარ ბოლდუინის ლიდერობით ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ინარჩუნებდა უპირატესობას. გადამწყვეტ მომენტებში ბითაძემ ზუსტი სამქულიანი ჩააგდო, ბოლდუინმა და შენგელიამ კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯარიმები გამოიყენეს.

ისტორიული წარმატების შემდეგ საქართველოს მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება, რომელმაც სენსაციით ნიკოლა იოკიჩის სერბეთი დაამარცხა.

მეოთხედფინალური მატჩი 10 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები