ბულგარეთს გიორგი მიქაუტაძემაც გაუტანა - საქართველო 3:0 იგებს
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში, “დინამო არენაზე“ ბულგარეთს 3:0 ამარცხებს. მოწინააღმდეგეთა კარი 66-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ აიღო და სხვაობა სამამდე გაზარდა.
მანამდე, პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ მოახერხეს.