პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - საქართველომ ბულგარეთი 3-0 დაამარცხა

07.09.25 19:03
პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - საქართველომ ბულგარეთი 3-0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მეორე თამაში დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო.

ჯვაროსნებმა ბულრგარეთის ნაკრები 3- 0 დაამარცხეს და პირველი გამარჯვებაც ჩაიწერეს.

თამაში ქართველი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც აისახა.

ჯვაროსნებმაც, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად უკაპიტნა, პირველ ტაიმში 2, ხოლო მოერე ტაიმში მესამე გოლიც გაიტანეს.

თავის გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე, ხოლო  ნიკა გაგნიძემ  44-ე წუთზე მოახერხეს, ხოლო მესამე გოლი 64-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა  და თურქეთის მსგავსად, სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

 

მსგავსი სიახლეები