მარკუს რეშფორდი 200 მილიონ ევროდ შეაფასეს

,,სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის" მონაცემებით, ინგლისი ნაკრებისა და ,,მაჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელადაა აღიარებული. კვლევა წარმოებდა იმ კრიტერიუმის მიხედვით, თუ კლუბის საერთო ღირებულების რამდენ პროცენტს შეადგენდა ფეხბურთელის ტრანსფერის მოცულობა. ამის გამო ნუსხაში მსოფლიოს ბევრი ძვირადღირებული ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
მსოფლიოს ძვირადღირებული ფეხბურთელის სამეული ასე გამოიყურება:
1 მარკუს რეშფორდი-ინგლისი ნაკრებისა და ,,მანჩესტერის" თავდამსხმელი-რომლის ღირებულება 200 მილიონი ევრო, კლუბის საერთო ღირებულების 23%-ს შეადგენს.
2 ნორვეგიის ნაკრებისა და დორტმუნდის ,,ბორუსიის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, რომლის ტრანსფერი კლუბის საერთო ღირებულების 21,5 %-ს, ანუ 150 მილიონ ევროს შეადგენს.
3 პორტუგალიის ნაკრებისა და ,,ათლეტიკოს" თავდამსხმელი, ჟოაო ფელიქსი, კლუბის ღირებულების 17,5% -ით, რაც 120 მილიონი ევროა.