ქართველი ჩოგბურთელის მორიგი წარმატება - ბასილაშვილი „მასტერსის“ ფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში ითამაშებს. ბასილაშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში დაამარცხა – 7:6(2), 6:3.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს.