საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

03.10.25 16:57
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 11  ოქტომბერს ეროვნული გუნგი ესპანეთს ხვდება, სამი დღის შემდეგ კი თურქეთის ნაკრებს. 

ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა და ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა. 

"ძალიან რთული თამაში გველის. განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩის შემდეგ, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება თურქეთთან თამაშზე. თუმცა, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მთავარი მიზანია გავხდეთ უფრო უკეთესები, უფრო ძლიერები და გავაგრძელოთ განვითარება. ამავდროულად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და შედეგები მნიშვნელოვანია. ასე რომ, მოახლოებულ მატჩებში შევეცდებით ქულების აღებას და ჩვენი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას. ასეთი დონის მატჩები კარგი საზომია, რომ გავიგოთ რა დონეზე ვართ ასეთ ძლიერ გუნდებთან შედარებით და სად არის ამჟამად საქართველოს ადგილი ევროპულ ფეხბურთში. 

გიორგი მიქაუტაძისთვის და ნებისმიერი შემტევისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა, რადგან ეს მეტ თავდაჯერებას სძენს მათ. თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაცვა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დაცვაში გარკვეული ხარვეზები გვაქვს, მიმდინარეობს თაობათა ცვლა და ჩემი მიზანი კარგი ბალანსის პოვნაა. თუმცა, საქმე გვიადვილდება, როდესაც გუნდში ბევრი თავდაჯერებული ფეხბურთელი გვყავს. 

ოთარ კიტეიშვილი განსაკუთრებული მოთამაშეა. მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თანაბრად მაღალ დონეზე თამაში. შესანიშნავი გავლენა აქვს სხვა მოთამაშეებზე. ბედნიერი ვარ მისი დაბრუნებით. ტრავმა აღარ აწუხებს, ხოლო ევროპა ლიგაზე გატანილი გოლი მეტ თავდაჯერებას და პოზიტიურ ემოციებს მისცემს მძიმე დღეების შემდეგ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ერთად იქნება, რადგან გაცილებით მშვიდად მძინავს, როდესაც ის აქ არის.

გიორგი ჩაკვეტაძეს რთული პერიოდი აქვს. ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს მოედანს. ის გვაკლია, რადგან მნიშვენლოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. სამწუხაროდ, ხანგრძლივი ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და დასაბრუნებლად ბევრი უნდა იშრომო. დარწმუნებული ვარ, მისი მენტალური მდგომარეობა პოზიტიურია და ყველაფერს აკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად" - აცხადებს ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი). 


ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ გასვლით თამაშებზე გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ეს დიდი მოტივაციაა და მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის. ესპანეთშიც და თურქეთშიც ბევრ ქართველი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს და ამას ვაფასებთ. 

გიორგი ჩაკვეტაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. რთული პერიოდი აქვს, თუმცა ვიცი მისი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულია საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება. მან იცის, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერი ჩემპიონატებში თამაშობენ. ვილისთან ერთად ვიყავით ბუდუ ზივზივაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან. ჩვენი მიზანია თითოეულ ფეხბურთელთან რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს. ასევე, ყველას გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყოს წარმატებული და გააძლიეროს ჩვენი ნაკრები. მთავარი მწვრთნელი დაესწრო 17-წლამდე ნაკრების თამაშს და თითოეულ ფეხბურთელს აკვირდება, ვინც წარმატებულად და მაღალ დონეზე თამაშობს" - აღნიშნავს ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი). 

მსგავსი სიახლეები