საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა

16.11.25 10:50
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა

საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 0:4 დამარცხდა.

ესპანეთმა სამი გოლი უკვე პირველ ტაიმში გაიტანა, მეოთხე კი შეხვედრის მეორე ნახევარში დაამატა, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ განსაზღვა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.