ბულგარეთი-საქართველოს მატჩი 2:1 დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთში 1:2 დამარცხდა. შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა სრულად დაისაკუთრეს და ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. მატჩის მიწურულს ლუკა ლოჩოშვილმა სხვაობის შემცირება შეძლო, თუმცა შედეგზე გავლენა აღარ მოუხდენია.
საგზურის განაწილება ასე დასრულდა: ჯგუფში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირი კვოტა მოიპოვა. მეორე პოზიციაზე გასულმა თურქეთმა პლეი-ოფში გასვლის უფლება მიიღო. საქართველო 3 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, ბულგარეთი კი ჯგუფში ბოლო - მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.