UFC-ის სუპერ მსუბუქ წონაში ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ოპონენტი დაამარცხა
UFC-ის სუპერ მსუბუქ წონაში მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ოპონენტი დაამარცხა.
ილია თოფურიას უფროსი ძმა გამარჯვებას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიაღწია.
29 წლის მებრძოლმა მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ისე დგომში – კრივში დაჯაბნა. ამ გამარჯვებით თოფურიას ანგარიშზე უკვე შვიდი მოგება დაგროვდა.