ხაბეიშვილმა ბრალდების მხარეს 3 სპეცრაზმელის გარდა ყველა მოწმის ჩვენება უდავოდ გაუხადა

30.12.25 15:25
ხაბეიშვილმა ბრალდების მხარეს 3 სპეცრაზმელის გარდა ყველა მოწმის ჩვენება უდავოდ გაუხადა

ლევან ხაბეიშვილმა ბრალდების მხარეს 3 სპეცრაზმელის გარდა ყველა მოწმის ჩვენება უდავოდ გაუხადა - ბრალდებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე უდავოდ გახადა პროკურატურის ვიდეო მტკიცებულებებიც, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები სატელევიზიო ეთერებში საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისგან შედგება. 

ხაბეიშვილი ითხოვს, რომ პროცესები არ გაჭიანურდეს და სწრაფად იყოს გადაწყვეტილება მიღებული. 

ჩემს საქმეში ფარული არაფერი არსებობს. საჯარო განცხადბებია სულ. ჩემი თხოვნაა, როცა ჩანიშნავთ პროცესს, სწრაფად დაასრულოთ.

პროკურორს მივმართავ, 4 თვეა წინ ვერ წავიწიეთ, რავიცი 3 თვის წინ დაწყებულმა საქმეებმა დაგვასწრო. 

მინდა მალე გავიგოთ ყველამ - პოლიტიკოსის საჯარო განცხადება დანაშაულია თუ არა. ჩემთვისაც საინტერესოა. თუ მეტყვით არ შეიძლება ლაპარაკი, მეცოდინება.

მინდოდა გდდ-ს თანამშრომლები მოგეყვანათ სხდომაზე და პირადად მეკითხა, რატომ იგრძნეს შეურაცხყოფილად თავი, ჩემი საჯარო განცხადების გამო. 4 თვე გავიდა და დღეს პროკურორი რითი მოვიდა, მართლა რითი მოვიდა"?- თქვა ხაბეიშვილმა. 

მოსამართლემ შემდეგი პროცესი 22 იანვარს ჩანიშნა, რამაც ლევან ხაბეიშვილის უკმაყოფილემა გამოიწვია.  

სხვა ადამიანების პროცესები ჩაინიშნა 8-ში 9-ში და მე ჩამინშნეთ ერთი თვის შემდეგ. სასამართლოს ჩატარება არ უნდათ, ასეთი არაფერი გამიგია, თუ მისჯით მომისაჯეთ-თქო გეუბნებით", - უთხრა მოსამართლეს ხაბეიშვილმა. 

  • ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.

მსგავსი სიახლეები