რუსეთი 2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
რუსეთი 2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა.
ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაში, ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა და რუს სპორტსმენებს თებერვლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება ინდივიდუალურ საფუძველზე მისცეს.
ცნობისთვის, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთსა და ბელორუსს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალა მონაწილეობა, ხოლო სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსები და ბელორუსები მილანო კორტინაში შეჯიბრებებში მონაწილეობას ინდივიდუალურად, ეროვნული დროშისა და ჰიმნის გარეშე შეძლებდნენ.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 6-22 თებერვალს იტალიურ მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.