ისტორიაში პირველად!!! - ბერულავა- მეტელკინას წყვილმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლი მოუტანა

17.02.26 02:07
ისტორიაში პირველად!!! - ბერულავა- მეტელკინას წყვილმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლი მოუტანა

მილანსა და კორტინა დამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე დღეს ქართულ წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალები მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალოსანი წყვილი ჰყავს.

ლუკა ბერულავა ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნას­თან ერ­თად 2023 წლი­დან  გა­მო­დის. ისი­ნი ერ­თად გახ­დნენ ევ­რო­პის სა­მი­ვე სინ­ჯის მედ­ლის მფლო­ბე­ლე­ბი - ვერ­ცხლი 2024 წელს, ბრინ­ჯაო 2025 წელს და ოქრო 2026 წელს.

რაც შეეხება 2026 წლის ოლიმპიადის შედეგებს: 

  • 1. რიკუ მიურა, რუიჩი კიჰარა (იაპონია) – 231.24 ქულა
  • 2. ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა (საქართველო) – 221.75
  • 3. ფაბიანე ჰასე, ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 219.09

მსგავსი სიახლეები