საქართველო-ისრაელის მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა

26.03.26 22:59
საქართველო-ისრაელის მატჩი ფრედ,  2-2 დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები გუნდის კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 36-ე წუთზე დააწინაურა. მეორე გოლიც მის ანგარიშზეა. ჯვაროსნების ლიდერმა მოწინააღმდეგეს 54-ე წუთზე გაუტანა.

ორბურთიანი უპირატესობა საქართველოს ნაკრებისთვის 7 წუთში დასრულდა. 61- ე წუთზე ანგარიში გაი მიზრაჰიმ შეამცირა, ხოლო ომრი განდელმანმა სამ წუთში წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს - ჯვაროსნები კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებენ. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება

მსგავსი სიახლეები