გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

19.04.26 19:39
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და კარიერაში მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა — მერვედფინალში კვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია, მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით გაისტუმრა.

თუშიშვილის გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მიმდინარე ჩემპიონატზე.