სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ

29.04.26 11:08
სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ

სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ, - ამის შესახებ FIFA-ს პოსტშია აღნიშნული.

„ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხური მედიის ინფორმაციით, განცხადება იმის შესახებ, რომ FIFA -ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რომელიც კანადის ქალაქ ვანკუვერში, სამშაბათს, 2026 წლის 28 აპრილს გაიმართა.