ბრძოლა თეთრ სახლში - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

15.06.26 10:01
ბრძოლა თეთრ სახლში - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

ბრძოლა თეთრ სახლში - UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. 

ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. მე-5 რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ილია თოფურიამ თვალის დაზიანების გამო ვერ შეძლო.

ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და მას 4 000 მაყურებელთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო. UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიება აშშ-ის ჰიმნითა და საჰაერო შოუთი გაიხსნა.

ცნობისთვის, ილია თოფურიას ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 17 გამარჯვება და ერთი, დღევანდელი მარცხია.