“ეს ბიჭი MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, რისი გამბედაობაც შენ არ გაგაჩნია“ - კონორი კროუფორდის პოსტს გამოეხმაურა და თოფურია დაიცვა

15.06.26 14:36
“ეს ბიჭი MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, რისი გამბედაობაც შენ არ გაგაჩნია“ - კონორი კროუფორდის პოსტს გამოეხმაურა და  თოფურია დაიცვა

"ეს არის ბიჭი, რომელიც ამბობდა რომ დამანოკაუტებდა და მე და შაკურს ერთად გვცემდა? (იცინის)", - ასე გამოეხმაურა  ტერნეს კროუფორდი ილია თოფურიას დამარცხებას. 

კროუფორდის პოსტს გამოეხმაურა და "ელ მატადორი" დაიცვა ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა და მას გამბედაობა დაუწუნა.

"რა ჯანდაბას ამბობ? ჭიდაობა შეგიძლია, მაგრამ MMA-ის გეშინია. ეს სამარცხვინოა. ეს ბიჭი MMA-ის ბრძოლაში დამარცხდა, რისი გამბედაობაც შენ არ გაგაჩნია.

ილია ამ ბრძოლაში თავად დანებდა და ამის ნახვა ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა პატივისცემა დაიმსახურა და ეს ყველაფერი მას მხოლოდ გააძლიერებს", - განაცხადა კონორმა.

ილია თოფურია კარიერაში პირველად ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მძიმე ზიანის გამო თოფურიას გუნდმა, მეოთხე რაუნდის ბოლოს ბრძოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

წყარო: worldsport.ge