საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

05.07.26 21:55
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი გამარჯვებით დაასრულა. ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე, სავსე ტრიბუნების წინ, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 91:89 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა ერთ-ერთ ძლიერ ევროპულ გუნდთან ბრძოლაში გამარჯვება ბოლო წუთებში მოიპოვეს.

ესპანეთის ნაკრებისთვის მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს უკვე მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ. საქართველოსთვის კი ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი შედეგია.

მსგავსი სიახლეები