RAF-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

12.07.26 10:36
RAF-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის (RWF) თბილისში გამართულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ სხვა ქართველი სპორტსმენებიც. გენო პეტრიაშვილმა ამერიკელი ვარნერი დაამარცხა, ლადო ხინჩეგაშვილმა კი მეტოქეს 11:0 სძლია. გამარჯვება მოიპოვა გივი მაჭარაშვილმაც, რომელმაც ასევე ამერიკელ სპორტსმენს აჯობა.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ღონისძიების პრომო ვიდეო, სადაც საქართველოს რუკა დანაწევრებული სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნულმა ფაქტმა კრიტიკა გამოიწვია, მით უფრო იმ ფონზე, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის გორის რეგიონიდან არჩეული დეპუტატი გენო პეტრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები