ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგები კლუბის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ

17.07.26 10:25
ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგები კლუბის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბის ადმინისტრაციას დაუპირისპირდნენ. ქომაგები გუნდის მთავარი მწვრთნელის გადადგომას ითხოვდნენ.

დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ტორპედო“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „ზირასთან“ 0:3 დამარცხდა.

გულშემატკივრების განცხადებით, გუნდი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია, რაზეც პასუხისმგებლობას მთავარი მწვრთნელი უნდა იღებდეს. მათი მოთხოვნაა, მან დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

პროტესტის დროს კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ვითარების განმუხტვა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმმა შეძლო. სამართალდამცველების დახმარებით „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები