ლეილა მესხის აკადემიაში საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირი დასრულდა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. შეჯიბრების გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
ტურნირში მსოფლიოს 17 ქვეყნის 150-მდე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ერთმანეთს 18 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრებას უზბეკეთიდან მოწვეული, ბრინჯაოს სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი ხელმძღვანელობდა.
ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და „კოკა-კოლას“ ორგანიზებით გაიმართა. კომპანიის განცხადებით, „კოკა-კოლა“ უკვე ათწლეულებია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ქვეყანაში სპორტისა და სპორტული ტურიზმის განვითარების მხარდამჭერია.