ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, ,,ლივერპულში“ ითამაშოს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა, შესაძლოა, ,,ლივერპულში“ გააგრძელოს. ბრიტანული გამოცემა, ,,ივნინგ ექსპრესი“ წერს, რომ ,,ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ყურადღებით აკვირდება ქართველი თავდამსხმელის თამაშს.
ხვიჩა ის ფეხბურთელია, ვინც კლოპის გემოვნებას აკმაყოფილებს. მწვრთნელს ის სადიო მანეს მემკვიდრედ ესახება. კვარაცხელია ახლა რუსეთში, ყაზანის ,,რუბინის“ ღირსებას იცავს და ჩემპიონტში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა ესპანეთის წინააღმდეგ, სადაც კვარაცხელიამ ჩინებული გოლი გაიტანა“, - წერს ,,ივნინგ ექსპრესი“
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებისთვის ,,ლივერპულს“ სხვა მდიდარ კლუბებთან მოუწევს კონკურენცია