ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინანტად ოფიციალურად დასახელდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაა.
კანდიდატთა სია France Football-მა და უეფამ დღეს გამოაქვეყნეს.
ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში კარიერის მანძილზე ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2025 წელს კვარაცხელიამ საბოლოო რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა.
ასევე ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის არიან:
- ჯუდ ბელინგემი, პაუ კუბარსი, უსმან დემბელე, მარკ კუკურელია, ლუის დიასი, ბრუნო ფერნანდესი, ერლინგ ჰაალანდი, გაბრიელ მაგალიაესი, ჰარი კეინი, აშრაფ ჰაკიმი, ლამინ იამალი, სადიო მანე, მარტინ ოდეგორი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, ლიონელ მესი, ჟოაუ ნევეში, მაიკლ ოლისე, უილიამ პაჩო, ხულიან კინიონესი, დეკლარ რაისი, როდრი, ფაბიან რუისი, უილიამ სალიბა, ფერან ტორესი, დაიო უპამეკანო, ვინისიუს ჯუნიორი, ვიტინია.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი 26 ოქტომბერს, ლონდონში გასამართ დაჯილდოებაზე გამოვლინდება. ცერემონია ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად გაიმართება.