მორიგი უგოლო მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა
ერთა ლიგის B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა – მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩის მეორე ტაიმი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, „ჯვაროსნებმა“ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. გოლის გატან ვერ შეძლო ჩრდილოეთ ირლანდიამაც. მიუხედავად 83-ე წუთზე დანიშნული პენალტისა, ისააკ პრაისს მამარდაშვილმა აჯობა და მისი დარტყმული მოიგერია.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას - 4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობ, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.