ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

06.10.26 19:17
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა.

მან 2025 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალიც მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი ასევე არის ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.