UEFA-ს გადაწყვეტილებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება

25.02.22 14:02
UEFA-ს გადაწყვეტილებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება

UEFA-ს გადაწყვეტილებით 2021-2022 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში არ გაიმართება.

გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს პარიზი უმასპინძლებს. შეხვედრა  28 მაისს სტად დე პრენსის სტადიონზე გაიმართება.

ფინალური მატჩის გამართვა, სანქტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.