ივანიშვილის ახალი პროექტი - ოპოზიცია "უცნობის" უკან ხელისუფლების ინტერესს ხედავს

09.04.21 11:28
ივანიშვილის ახალი პროექტი - ოპოზიცია "უცნობის" უკან ხელისუფლების ინტერესს ხედავს

"უცნობის" გზავნილი და მარადისობის დღე - გია გაჩეჩილაძე მხარდამჭერებს თბილისში, ევროპის მოედანზე, ელოდება, საიდანაც დედაენის ბაღისკენ მსვლელობა უნდა გაიმართოს. ადგილზე საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ევროპის მოედანზე "უცნობი" ჯერ არ გამოჩენილა, კომენტარს არც მოძრაობის სხვა წარმომადგენლები აკეთებენ. 

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ახალ მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება წინა კვირას გააკეთა. მისი მტკიცებით, მოძრაობა ოპოზიციისა და ქართული ოცნების წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის. 

"უცნობი" არ მალავს, რომ რუსთაველის გამზირიდან კარვების აღების სურვილიც აქვს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "უცნობი" ივანიშვილის ახალი პროექტია. მისი მოძრაობა კი დამოუკიდებელი მედიისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია. 

ამის წინ, უკან და შუაში, ყველგან ვხედავ ,,ქართულ ოცნებას". ამ ღირებულებების ადამიანები, ვინც სიძულვილს ქადაგებენ, არიან ივანიშვილის დასაყრდენი. ის ყოველთვის იყენებდა მათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და სამოქალაქო მშვიდობის წინააღმდეგ"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, ხელისუფლება საჯარო მოხელეებს "უცნობის" აქციაზე მისვლას აიძულებს: 

ეს არის ,,ქართული ოცნების" მიერ დაორგანიზებული აქცია. ჩვენი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს აქციაზე მისვლისკენ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პროვოკაციაზე წამოვლენ, მიიღებენ ძალიან ხისტ პასუხს, მათ შორის, ჩვენგან- თქვა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები