,,არსენალის" ქართველ მცველს ჯარიმა და 2 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება

09.04.21 16:42
 ,,არსენალის" ქართველ მცველს ჯარიმა და 2 წლით დისკვალიფიკაცია ემუქრება

 ტულის “არსენალისა” და ,,ცსკა"-ს თამაშის დასრულებისას ,,არსენალის" ქართველი მცველი, გია გრიგალავა და მისი თანაგუნდელი, გურამ აჯოევი გასახდელში თავს დაესხნენ ცსკა-ს მწვრთნელებს და მათ შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ. მოჩხუბრები გააშველეს და ინციდენტი ამით დასრულდა -წერს გამოცემა championat.com

რუსულ მედიაში ვარაუდობენ, რომ მოჩხუბრებს აუცილებლად დასჯიან. რაც შეეხება სანქციებს, მოკვლევის შემდეგ მათ ჯარიმა და  ორ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. სასჯელი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: შეეხო თუ არა ხელით გრიგალავა ცსკა-ს მწვრთნელებს, თუ მხოლოდ მცდელობა იყო. თუ ადგილი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა, მაშინ სასჯელი შედარებით მსუბუქი იქნება.

ტულის ,,არსენალისა" და მოსკოვის ,,ცსკა"-ს მატჩი მოსკოველთა უპირატესობით 2-1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები