ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

10.04.21 15:54
ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე  ტურნირის ნახევარფინალშია.ბასილაშვილმა მეოთხედფინალში  რეიტინგის 41-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი სამ სეტში - 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

დღეს, 10 აპრილს ბასილაშვილი თბილისის დროით 15:00 საათზე მსოფლიოს 57-ე ჩოგანს, სერბ ლასლო ჯერეს დაუპირისპირდება.