,,მილანი" მფლობელს იცვლის - ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ კლუბი 1,2 მილიარდ ევროდ შეიძინა

01.06.22 15:54
,,მილანი" მფლობელს იცვლის - ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ კლუბი 1,2 მილიარდ ევროდ შეიძინა

,,მილანს" ახალი მფლობელი ჰყავს. ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Redbird Capital Partners-მა საფეხბურთო კლუბი 1,2 მილიარდ ევროდ შეიძინა. გუნდის ოფიციალური საიტი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ იტალიის სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ახალი მფლობელის ხელში ზაფხულში გადავა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად კლუბის ძველი მფლობელი Elliott შეინარჩუნებს მინიმალურ წილს ,,მილანში" და დირექტორთა საბჭოში.

ჩვენთვის დიდი პატივია, გავხდეთ ,,მილანის" დიდი და სახელოვანი ისტორიის ნაწილი. მოხარული ვიქნებით, მივიღოთ მონაწილეობა კლუბის ახალი თავის დაწერაში, რადგან ..მილანი" ბრუნდება თავის კუთვნილ ადგილზე იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალებზე - აცხადებს კლუბის ახალი მფლობელი.

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის კომპანია Redbird ფლობს 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივს. ის ითვლება Sports Group Holdings-ის აქციონერად, რომელიც თავის მხრივ ფლობს ინგლისურ საფეხბურთო კლუბ ,,ლივერპულს", ფრანგულ ,,ტულუზას" და ამერიკული ბეისბოლის გუნდ ,,ბოსტონ რედ სოკსს".

,,მილანმა" ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა, რომ იტალიის ჩემპიონი გამხდარიყო.

 

მსგავსი სიახლეები