საქართველოს პროგრესს საფრთხე ემუქრება და მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებაზეა - კენეტ იალოვიცი

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის ნებისმიერი სახით ტოლობის ნიშნის დასმა არის მიუღებელი.
იალოვიცი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყნის პროგრესს ხელისუფლება ხელს უშლის.
იმის გათვალისწინებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, აქ უბრალოდ წარმოუდგენელია არსებობდეს ტოლობის ნიშანი. საქართველომ უდიდესი პროგრესი განიცადა მაშინ, როდესაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ახლა კი ამ პროგრესს საფრთხე ემუქრება და მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე. უნდა დასრულდეს ამერიკის ელჩების დემონიზაცია. ჩვენ საქართველოს არ ვკარნახობთ, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვცდილობთ დავეხმაროთ ქვეყანას პროგრესის მიღწევაში. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“. - ამბობს ამერიკის ხმასთან საუბარში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.