მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

24.04.21 23:39
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

ქართველი მოჭიდავე, ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია. დათუნაშვილი სერბეთის სახელით ასპარეზობდა.დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი უკვე მესამედ მოიპოვა. წინა 2 შემთხვევაში ის საქართველოს სახელით ასპარეზობდა.

ქართველი მოჭიდავე  გეგა გეგეშიძესთან არსებული დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ასპარეზობა სერბეთის სახელით გაეგრძელებინა.