როგორ ვერ იყიდა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელევიზორი

18.11.22 16:05
როგორ ვერ იყიდა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელევიზორი

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, წარსულში ასევე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბადრი კვარაცხელიამ „სარბიელის პოდკასტში" ნეაპოლურ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა და მოყვა, როგორ წავიდნენ ახალი ტელევიზორის საყიდლად, მაგრამ როგორც კი გულშემატკივრებმა ხვიჩა იცნეს, მაღაზიამდე ვეღარ მიაღწიეს.

„ნეაპოლში ტელევიზორის საყიდლად წავედით. სახლში გვინდოდა მეორე ტელევიზორი. კეპკა, სათვალე, პირბადე, ზემოდან კიდევ კაპიშონი ჰქონდა ხვიჩას და მაინც იცნეს. ვერ აარჩია ტელევიზორი, მაღაზიამდე ვერ მივედით.“

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ამ სეზონის წინ გადავიდა და კლუბმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა კი ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონია.