ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა. ზურაბ დათუნაშვილთან ერთად სერბეთის წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენის ჯილდო სიგრძეზე მხტომელმა ივანა ვულეტამ მიიღო.
"ეს ჩემთვის დიდი დღეა, საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საუკეთესო სპორტსმენი ქვეყანაში, სადაც ჩემპიონები არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელები, კალათბურთელები. მე მიყვარს სერბეთი, მიყვარს ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ!" - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე ფიზიკურად აუსწორდა. სამათალდამცაებმა გეგა გეგეშიძე დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში ის ხუთიათასლარიანი გირაოთი გაათავისუფეს.
დაპირისპირები გამო დათუნაშვილმა ქვეყანა დატვა.