პელე გარდაიცვალა

29.12.22 23:14
პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე გარდაიცვალა.  82 წლის ფეხბურთელი ბოლო წლების მანძილზე კიბოს ებრძოდა, ჰქონდა ასევე გულთან დაკავშირებული პრობლემები.

ის გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენად ითვლებოდა. პელე  ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო თასი სამჯერ აქვს მოგებული ( 1958, 1962 და 1970 წლებში). 

წლების წინ, FIFA-მ პელე საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.