ბრაზილია ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება - პელეს ცხედარი უკანასაკნელ გზაზე ფოირვერკებით გააცილეს

02.01.23 20:40
ბრაზილია ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება - პელეს ცხედარი უკანასაკნელ გზაზე ფოირვერკებით გააცილეს

ბრაზილია ფეხბურთის მეფეს ემშვიდობება. პელეს ცხედარი მისი მშობლიური კლუბის "სანტოსის" სტადიონზეა დასვენებული.

სამგლოვიარო კორტეჟს უამრავი ხალხი ქუჩაში ელოდა, ხალხი ლეგენდარულ სპორტსმენს უკანასაკნელ გზაზე ფოირვერკებით აცილებდა.

პელეს ფანებს ცხედართან ხუთ მეტრზე ახლოს არ უშვებენ. სტადიონის ტრიბუნებზე კი დიდი ბანერია გამოკრული წარწერით "გაუმარჯოს მეფეს".

ბრაზილილებს კიდევ ერთი დღე აქვთ მათ კუმირთან დასამშვიდობებლად. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.