საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

27.02.23 10:00
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

პირველად საქართველოს ისტორიაში! საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ფინალური ეტაპის საგზური ჩვენმა სპორტსმენებმა ისლანდიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ მოიპოვეს. მატჩი ანგარიშით, 80-ით 77დასრულდა.

ნაკრების თამაშს პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და ფოტოები გადაიღო... 

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები  2023 წლის აგვისტო-სექტემბერში სამ ქვეყანაში იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები