დიდი ფეხბურთის დღე და "ბათუმი არენა" მოვლენათა ეპიცენტრში - საქართელოს ნაკრები ნორვეგიას მასპინძლობს

28.03.23 20:01
დიდი ფეხბურთის დღე და "ბათუმი არენა" მოვლენათა ეპიცენტრში - საქართელოს ნაკრები ნორვეგიას მასპინძლობს

დიდი ფეხბურთის დღე საქართველოში.  ამ წუთებიდან უახლოესი 2 საათის განმავლობაში  მოვლენათა ეპიცენტრი "ბათუმი არენაა". საქართელოს ნაკრები ნორვეგიას მასპინძლობს. პირველი ოფიციალური მატჩი ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე და ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული მოლოდინი. სტუდენტებმა მადლობის ნიშნად სტადიონზე ის პლაკატებიც მიიტანეს, სადაც ქართველი ფეხბურთელების საჯარო მოწოდებებია ქვეყნის ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. 

ბათუმი არენაზე კი ტევა არ არის. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე გაიყიდა და ჩვენს ფეხბურთელებს დღეს სტადიონზე მყოფი  20 ათასი ქომაგიც აქტიურად დაეხმარება.  ნორვეგიასთან თამაში იოლი რომ არ იქნება, ეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმაც განაცხადა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავიდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები