იუვენტუსი წალენჯიხაში - დღეს ტურინში ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი

30.03.23 15:45
იუვენტუსი წალენჯიხაში - დღეს ტურინში ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი

იუვენტუსი წალენჯიხაში - დღეს ტურინში ისტორიულ კონტრაქტს მოეწერა ხელი. წალენჯიხაში იუვენტუსის საფეხბურთო სკოლა იხსნება.  ახალგაზრდა ფეხბურთელებს უკვე მსოფლიო ბრენდის საფეხბურთო სკოლაში მოამზადებენ. კონტრაქტს ხელი ცოტა ხნის წინ ტურინში "ლელო საქართველოს" ლიდერმა და იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მოაწერეს.

ამ შეთანხმების თანახმად წალენჯიხას იუვენტუსის ბრენდის გამოყენების უფლება ექნება, ანუ სამეგრელოში გაჩნდება იუვენტუსის კაფეები და სხვა ობიექტები.

შეთანხმება მამუკა ხაზარაძემ იუვენტუსის ბაზაზე ტურინში ცოტა ხნის წინ გააფორმა.