„დინამოს“ აკადემიას ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - სტატისტიკა

საერთაშორისო მაშტაბით მნიშვნელოვანი სტატისტიკა გამოვლინდა - „დინამოს“ აკადემიას ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
ისეთი ფეხბურთელების რაოდენობამ, რომლებსაც „დინამოს“ აკადემია აქვთ გამოვლილი და ახლა ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობის 54% შეადგინა. ეს შედეგი კი, ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია.
საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- დინამო თბილისი - 54%
- დონეცკის შახტარი (უკრაინა) - 42%
- ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) - 32%
- პარტიზანი (სერბეთი) - 32%
- აიაქსი (ნიდერლანდები) - 30%
საქართველოს ნაკრებში „დინამოს“ აკადემიის აღზრდილები არიან:
- გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია),
- ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია),
- საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი),
- ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),
- დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი),
- ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი)