"დინამო თბილისის" აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიხსნა

04.04.23 20:46
"დინამო თბილისის" აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიხსნა

"დინამო თბილისის" აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიხსნა, რომელშიც წელს დინამოს, იტალიური "მონცას" და "ჯენოას", ასევე ესპანური "სევილიას", თურქეთის და  აზერბაიჯანის  16-წლამდელთა გუნდები იღებენ მონაწილეობას.

ტურნირი ტრადიციულია და წელს უკვე მეხუთედ ტარდება. სხვადასხვა დროს დარასელიას ტურნირის მონაწილეები იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი. საერთაშორისო ტურნირის მთავარი მხარდამჭერი კოკა-კოლაა. ფინალი 9 აპრილს დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართება.