ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

05.04.23 13:40
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული სპორტული კომენტატორი,  ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე,  ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ხუხაშვილი მძიმე სენს ებრძოდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო.

1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი იყო. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004).