საფეხბურთო მატარებელი - ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური კამპანია დაიწყო

01.05.23 11:39
საფეხბურთო მატარებელი - ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური კამპანია დაიწყო

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი ერთობლივად მასპინძლობენ ზუსტად 50 დღეა დარჩენილი.   ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პარტნიორებთან ერთად სპეციალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი შეჯიბრის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა. ამ კამპანიის ფარგლებში დღეიდან თბილისი - ბათუმის მიმართულებით საგანგებოდ ბრენდირებული მატარებელი ივლის.