15 წლის ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

13.05.23 20:35
15 წლის ინგუშმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

Geo Team-ის ინფორმაციით, ბელგიური ბრიუგეს 15 წლის თავდამსხმელმა ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა. გამოცემის ცნობით,  ეს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. 

ირკვევა, რომ დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილიდან გამომდინარეა. ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურთ. 

Geo Team-ის ინფორმაციით, ჰალიდ დოლტმურზიევი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში მას ბრიუგეს U18 გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს შესრულებული.

ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.