ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ორი თბილისური მატჩით იხსნება

21.06.23 19:43
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ორი თბილისური მატჩით იხსნება

სულ რამდენიმე წუთში, 8 საათზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისის ერთდროულად ორ სტადიონზე  დაიწყება. მიხეილ მესხის სტადიონზე ერთმანეთს ნიდერლანდები და ბელგია ხვდებიან, ხოლო აქ, ბორის პაჭაძის სახელობის სატადონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ პორტუგალიას უმასპინძლებს.

ერთ-ერთ მთავარ კითხვად, რაც საქართველოს ახალგაზრულ ნაკრებს უკავშირდება, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებაა, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მხოლოდ გულშემატკივრის რანგში შეხვდნენ. ორივე ფეხბურთელმა საკუთარი გადაწყვეტილება ურთულესი და გადატვირთული სეზონით ახსნა.

კიდევ ერთი პრობლემა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სათამაშო კალენდრის თანხვედრაა. 5 ფეხბურთელი, რომლებიც გუშინ ღამე გლაზგოში რამდენიმე საათით გაჭიანურებულ მატჩში ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ, თამაშის დასრულებისთანავე თბილისში გამოფრინდნენ და ახლა უკვე ახალგაზრდული ნაკრების განკარგულებაში არიან.

დღეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ორი თბილისური მატჩით იხნება, ხვალ კი ბათუმში ერთმანეთს ჩეხეთი და ინგლისი შეხვდებიან, ხოლი ქუთაისში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანია ისრაელს დაუპირისპირდება.

 

 

მსგავსი სიახლეები