რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი იბრძვის

10.03.21 12:05
რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი იბრძვის

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები 2 საათში ტრადიციულად აქციის ფონზე დაიწყება. რამდენჯერმე ჩაშლილი არჩევნებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ კავშირის წევრებს დღეს ერთი კანდიდატის არჩევა მოუწევთ, რადგან ირაკლი აბუსერიძე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. კავშირის პრეზიდენტობისთვის კი ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებლი, სოსო ტყემალაძე, კონკურენტის გარეშე იბვრძვის და ეს მაშინ, როდესაც სპორტსმენები ზეწოლაზე პირდაპირ საუბრობენ და შანტაჟში ,,ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძეს ადანაშაულებენ. არჩევნები წერეთლის გამზირზე მდებარე გამოფენის პავილიონში ჩატარდება. აქ 
2000 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული,

საქართველოში ვინც კი არის პოლიციელი, მგონი ყველა აქ მოიყვანეს, ადამიანს ძალადობით უნდა მოსვლა, იმან რაგბი როგორ უნდა მართოს? დე-ფაქტო პრეზიდენტმა? გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები, ახდენენ ზეწოლას, ბევრ დელეგატს იბარებენ, აწერინებენ მინდობილობებს მათთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ, ეს გაუგონარი რეპრესიებია, ეს თუ დავთმეთ, ჯაჭვური რეაქცია სხვა სფეროზე გადავა. - აცხადებენ მორაგბეები.

ირაკლი აბუსერიძის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ.